top of page

პერსონალური მონაცემების დაცვისა და გამოყენების წესები


ზოგადი ინფორმაცია
მედია პლატფორმა „საზოგადოება“ (შემდგომში – პლატფორმა) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას. ჩვენი პლატფორმა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.


პლატფორმამ შეიძლება დაამუშაოს შემდეგი ტიპის მონაცემები:

  • მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია (მაგ. ელფოსტა, სახელი/გვარი, კომენტარების შინაარსი და სხვა).

  • ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად გროვდება ვებსაიტზე სტუმრობისას (მაგ. IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ლოგები, ქუქი-ფაილების მეშვეობით მიღებული მონაცემები და სხვა).

მონაცემთა დამუშავების მიზანი
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ იმ მიზნებისთვის, როგორიცაა:

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია,

  • პლატფორმის მომსახურების გაუმჯობესება,

  • საიტის ანალიტიკა და ტექნიკური უზრუნველყოფა,

  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.

მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა
პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა,

  • მონაცემების გადაცემა აუცილებელია ტექნიკური მომსახურებისთვის (მაგ. ჰოსტინგ-პროვაიდერები, ანალიტიკური სერვისები), შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:

  • მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი მონაცემების დამუშავების შესახებ,

  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა,

  • გააპროტესტოს მონაცემების დამუშავება.

ამ უფლების გამოყენება შესაძლებელია პლატფორმის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით: sazogadoebamtskheta@gmail.com.

 

ქუქი-ფაილების გამოყენება
ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს საიტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისა და ანალიტიკის მიზნით. მომხმარებელს შეუძლია დაარეგულიროს ქუქი-ფაილების მიღება საკუთარი ბრაუზერის პარამეტრებიდან.

 

 


საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების წესები


ზოგადი პირობები
„საზოგადოება“ საკუთარ ვებსაიტზე აქვეყნებს ორი სახის მასალას:

  1. ორიგინალი შინაარსი – პლატფორმისთვის ექსკლუზიურად შექმნილი სტატიები.

  2. გამოყენებული მასალა – სხვა მედია საშუალებებიდან აღებული ინფორმაცია, რაც მოცემულია შესაბამისი წყაროს მითითებით და გამოყენებულია წყაროს წესების დაცვით.

ორიგინალი შინაარსის გამოყენება
ვებსაიტზე გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის გამოყენებისას აუცილებელია:

  • ციტირების ან სრული ტექსტის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ წყარო – მედია პლატფორმა „საზოგადოება“ და დააწეროთ ბმული პირველწყაროზე.

  • აკრძალულია მასალის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება პლატფორმის წერილობითი ნებართვის გარეშე.

 

bottom of page