top of page


"სულ ბრძოლაა საჭირო. ამ გამარჯვებამდეც და - მერეც!" - მოქალაქეების ხმა რუსთაველის გამზირიდან
საქართველოში ერთ წელზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები. ისინი მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებენ, მოითხოვენ ახალ, სამართლიან არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. იმართება მარშები. “საზოგადოება - მცხეთა” პროტესტში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს ესაუბრა. ისინი საქარველოს დღევანდელი მდგომარეობის, უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობისა და საკუთარი მოტივაციის შესახებ გვიყვებიან. ბაჩო კუცია: ძალიან მძიმე მდგომარეო


ხეობა, რომელიც სოფელმა დაიცვა: ბალდის კანიონის ამბავი
მარტვილიდან 10 კილომეტრში სოფელი მეორე ბალდაა: ფირუზისფერი მდინარით, ჩანჩქერებით, ბზის ტყითა და კანიონით, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ბუნების ძეგლია. გარდა ეროვნული მნიშვნელობისა, ხეობას ადგილობრივებისთვის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და საკრალური მნიშვნელობაც აქვს. ერთხელაც ამ ადგილის ირგვლივ ტერიტორია შემოიღობა. რადგან ბუნების ძეგლზე ზრუნვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევალება, ბალდელებმა ჩათვალეს, მდინარეზე იმ ჩასასვლელს ამზადებენ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვ


“უმოწყალოდ გვირტყეს, ქიმიური იარაღით მოგვწამლეს” - ინტერვიუ სანდრო მირცხულავასთან
სანდრო, მოგვიყევი იმ მთავარი მიზეზის შესახებ, რის გამოც აქტიურად ხარ ჩართული უწყვეტ პროტესტში. როგორც ვიცით, უწყვეტი პროტესტი წელიწადზე მეტია გრძელდება. ძირითადი მიზეზი არის ივანიშვილის დაჯგუფების მიერ ქართველი ხალხისადმი კუთვნილი დასავლური არჩევანის წართმევა. ეს ოფიციალურად გამოიხატა 2024 წლის 28 ნოემბერს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკური კურსის შეჩერებით. ამ უკანონო აქტს წინ უძღოდა ძალაუფლების სრული მიტაცება, რაც ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად და მისი ინტერეს


"ქსანი 2 ჰესი" აღარ აშენდება - მოსახლეობის აქტიურობამ შედეგი გამოიღო
მოქალაქეების წინააღმდეგობის შედეგად, პროექტი "ქსანი 2 ჰესი" გაუქმდა, "ქსანი 1-ზე" გაცემული ნებართვა კი რამდენიმე პირობას ითვალისწინებს. ჰესების ამბავი მოკლედ: “ქსანი 1” და “ქსანი 2” ჰესები 208 მეგავატიანი მტკვრის ჰესების კასკადის ნაწილს წარმოადგენდნენ. სოფელ ქსნის მაცხოვრებლებმა სოფელთან ახლოს ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს. განსაკუთრებით დამაზიანებლად მათ “ქსანი 2 ჰესი” მიიჩნიეს და გარემოს ეროვნულ სააგენტოში შენიშვნები წერილობითი ფორმითაც გაგზავნეს. “ქსანი 2 ჰესის”


ტენდერები: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოქტომბერ-ნოემბრის თვეში 4 ტენდერი გამოაცხადა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 4 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 431 880 ლარს შეადგენს. გაზეთი “საზოგადოება” გთავაზობთ იმ ტენდერების ჩამონათვალს: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიაანთკარში არსებული ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარი


დუშეთში სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა
სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ოფისი ქალაქ დუშეთში მდებარეობს და მოემსახურება მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არის ჯემალ ბორცვაძე. მისი თქმით, მთავარი ამოცანა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერება, სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე სწრაფი რეაგირებაა. სამართლებრივი კონსულტაციის მიღება და განცხადებ


"ასეთი უვექტორო არც საგარეო ასპარეზზე და არც შიგნით, საქართველო ალბათ 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა" - ნატა საბანაძე (ინტერპრესნიუსი)
ნატა საბანაძე ონლაინ მედია-გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House -ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და არსებულ მდგომარეობაზე. სტატიას უცვლელად გთავაზობთ. “რა არის საგარეო პოლიტიკის მიზანი ნებისმიერი ქვეყნისთვის? ეს არის სახელმწიფოს ინტერესების დაცვა ქვეყნის საზღვრებს მიღმა. ასეთი ფუნდამენტური ინტერესებია: ეროვნული უსაფრთხოების და


ტექნიკური მთავრობის იდეა | რა გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან? - პუბლიკა
„სხვა ვერ გადაგვარჩენს. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ გამოსავალი“ , – ამ მოწოდებით შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივა „ანტიკრიზისული პლატფორმა“ , რომლის პრეზენტაციაც კლასიკური გიმნაზიის წინ 16 ოქტომბერს გაიმართა. პლატფორმაში ამ დროისთვის სხვადასხვა სფეროს 100-მდე პროფესიონალი თუ სტუდენტია გაერთიანებული: იურისტები, ეკონომისტები, პოლიტოლოგები, ექიმები, დიპლომატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, კომუნიკაციის სპეციალისტები, ყოფილი საჯარო მოხელეები, IT სფეროს წამრმომადგენლები და ა.შ.
bottom of page
_jfif.jpg)