top of page


ტენდერები: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოქტომბერ-ნოემბრის თვეში 4 ტენდერი გამოაცხადა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 4 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 431 880 ლარს შეადგენს. გაზეთი “საზოგადოება” გთავაზობთ იმ ტენდერების ჩამონათვალს: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიაანთკარში არსებული ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარი


Forbes Georgia „Under 30“ 2025: ტექნოლოგიების კატეგორიაში გამარჯვებულია შოთა ელყანიშვილი მუხრანიდან
2025 წლის Forbes Georgia-ს პრესტიჟული ნომინაციის "Under 30", ტექნოლოგიების კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებულია შოთა ელყანიშვილი. იგი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანიდან არის. შოთა არის მანქანური სწავლების ინჟინერი Pinterest-ში. ასევე Georgian AI Association (GAIA)-ის თანამფუძნებელი და ვიცე-თავმჯდომარე. აღნიშნული ორგანიზაცია ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის (AI) განათლებას საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა. შოთა სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ მულტინაციონალურ საერთაშორისო ტე


დუშეთში სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა
სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ოფისი ქალაქ დუშეთში მდებარეობს და მოემსახურება მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არის ჯემალ ბორცვაძე. მისი თქმით, მთავარი ამოცანა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერება, სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე სწრაფი რეაგირებაა. სამართლებრივი კონსულტაციის მიღება და განცხადებ


"ასეთი უვექტორო არც საგარეო ასპარეზზე და არც შიგნით, საქართველო ალბათ 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა" - ნატა საბანაძე (ინტერპრესნიუსი)
ნატა საბანაძე ონლაინ მედია-გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House -ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და არსებულ მდგომარეობაზე. სტატიას უცვლელად გთავაზობთ. “რა არის საგარეო პოლიტიკის მიზანი ნებისმიერი ქვეყნისთვის? ეს არის სახელმწიფოს ინტერესების დაცვა ქვეყნის საზღვრებს მიღმა. ასეთი ფუნდამენტური ინტერესებია: ეროვნული უსაფრთხოების და


ტექნიკური მთავრობის იდეა | რა გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან? - პუბლიკა
„სხვა ვერ გადაგვარჩენს. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ გამოსავალი“ , – ამ მოწოდებით შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივა „ანტიკრიზისული პლატფორმა“ , რომლის პრეზენტაციაც კლასიკური გიმნაზიის წინ 16 ოქტომბერს გაიმართა. პლატფორმაში ამ დროისთვის სხვადასხვა სფეროს 100-მდე პროფესიონალი თუ სტუდენტია გაერთიანებული: იურისტები, ეკონომისტები, პოლიტოლოგები, ექიმები, დიპლომატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, კომუნიკაციის სპეციალისტები, ყოფილი საჯარო მოხელეები, IT სფეროს წამრმომადგენლები და ა.შ.


მცხეთის ასამბლეამ ბავშვებისთვის ანიმაციური ფილმის ჩვენება გამართა სოფელ ქსანში
მოზარდებისთვის, სოფელ ქსანში, 25 ოქტომბერს ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა. ჩვენება "მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ასამბლეის" ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიებას 50 - მდე მოზარდი ესწრებოდა. ასამბლეის წარმომადგენლების ინფორმაციით, მცხეთის ასამბლეა მომავალშიც აპირებს მსგავსი აქტივობების განხორციელებას. ღინისძიებების მიზანი სოფლებში საზოგადოებრივი სივრცეების გაცოცხლება, ბავშვებში საზოგადოებრივი ერთობისა და მეგობრობის გაღრმავებაა. "მცხეთის ასამბლეა თანამშრომლობის


15 დღიანი პატიმრობა აქციაზე ნიღბის ტარების გამო, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა 1 წლამდე ვადით - ორ დღეში მიღებული კანონპროექტი
„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდე


ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს რუსეთზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს - ეუთოს თავმჯდომარე
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, - რომელიც საქართველოში დააჯარიმეს და აქციაზე ყოფნის გამო „ქართულმა ოცნებამ“ მკაცრად გააკრიტიკა, - აცხადებს, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში. წერია რადიო თავისუფლების სტატიაში. „სამხრეთ კავკასიიდან ახალი დაბრუნებული ვარ და სამწუხაროდ, ის, რასაც საქართველოში ვხედავ, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ქუჩაში ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ჩაგვრის ფაქტი ჩვენთ
bottom of page
_jfif.jpg)