top of page

ჩვენ შესახებ

„საზოგადოება“ არის დამოუკიდებელი რეგიონული მედია პლატფორმა და ბეჭდური გაზეთი, რომელიც შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეების ინიციატივით — იმ ადამიანების მიერ, ვისაც ქვეყნის უკეთესი, გამჭვირვალე და ინფორმირებული გარემო სურს.

ინიციატივა გაჩნდა "საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის" ფარგლებში შექმნილი "რეგიონის ინტერესთა ჯგუფის" წევრების შეხვედრებისას. აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს 100-ზე მეტ აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან იმ გამოწვევას, რაც არის ადგილობრივი მედიის სუსტი წარმოდგენილობა რეგიონებში და ცენტრალური, ტრადიციული მედიის მიკერძოებული, პარტიული ინტერესები. ინფორმაციული ვაკუუმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საზოგადოების გადაწყვეტილებებზე, რაც ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

რეგიონული, ყველასთვის საერთო მედიის შექმნის იდეა სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად გაჩნდა და მისი განხორციელება მოხალისეობრივად დაიწყეს როგორც რეგიონებში, ისე თბილისში მცხოვრებმა ადამიანებმა. პლატფორმაზე და გაზეთის კონცეფციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო: ჩატარდა შეხვედრები ფოკუს ჯგუფებთან, მომზადდა მიგენებების დოკუმენტი და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტის ჩართულობით შეიქმნა კონცეფცია, რომელსაც ეყრდნობა როგორც ჩვენი ონლაინ სივრცე, ასევე ბეჭდური გამოცემა.

„საზოგადოება“ არ არის კომერციული პროექტი. გაზეთის ბეჭდვა სრულად ხორციელდება მოქალაქეების მიერ გაწეული შემოწირულობების დახმარებით. დეტალური ინფორმაცია შემოწირულობების, შემომწირველებისა და ხარჯების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გვერდებზე „შემომწირველები“ და „გამჭვირვალობა“.

ჩვენთვის გადამწყვეტია ადამიანური რესურსი და რეგიონული ჩართულობა — ამიტომაც, ნებისმიერი კონტრიბუცია მნიშვნელოვანია: იქნება ეს ჩვენი პოსტების გაზიარება, კონკრეტული რეგიონის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, თუ რაიმე სხვა სახის დახმარება. თუ გაქვთ სურვილი ჩაერთოთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე - sazogadoebamtskheta@gmail.com. თქვენს რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ.

ასევე, ღია ვართ თანამშრომლობისთვის რეგიონალურ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან.

ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ ხმები რეგიონებიდან და შევქმნათ თავისუფალი, სანდო და გამჭვირვალე მედია!

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ. ფოსტა: sazogadoebamtskheta@gmail.com 

Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61577756430938 

bottom of page