top of page

ტენდერები მცხეთის მუნიციპალიტეტში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • May 15
  • 1 min read

Updated: Jun 26

მცხეთის მუნიციპალიტეტმა 2025 წლის აპრილში რვა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 5 680 937 ლარს შეადგენს. გაზეთი “საზოგადოება” ტენდერების ჩამონათვალს გთავაზობთ: 

  • სოფ. სასხორში, შიდა საუბნო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ( მე -II ეტაპი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 289 563 ლარია;
  • ქ. მცხეთაში, ჯავახიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 306 117 ლარია;
  • ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (კორპუსების მიმდებარედ). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26,085 ლარია;
  • სოფ. საგურამოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 857 ლარია;
  • სოფ. ქსოვრისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 263 351 ლარია;
  • სატვირთო ავტომანქანების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  3 704 787 ლარია;
  • სოფ. მუხრანში, საჭიდაო დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 333 606 ლარია.
  • სოფ. მუხათწყაროში შიდა საუბნო გზის ასფალტ/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები (მაღალმთიანი).   შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 731 571 ლარია.

Comments


bottom of page