top of page

“დისკუსიები საქართველოს მომავალზე” - პირველი საზოგადოებრივი ფორუმი საქართველოში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Sep 12
  • 1 min read

საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ 9-10 აგვისტოს გამართა ფორუმი თემაზე “დისკუსიები საქართველოს მომავალზე - ახალი საზოგადოებრივი კონტრაქტი”. 


ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, დაინტერესებული პირები. 


ფორუმზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:


  • რა და რატომ მოხდა? — რამ გამოიწვია საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, რა საფრთხეს უქმნის ის ქვეყნის განვითარებას.

  • რა გვჭირდება? — რა პირობებია აუცილებელი, რომ ადამიანები ისევ ენდონ ერთმანეთს და დავიწყოთ დაძაბულობის შემცირება. 

  • როგორ გავერთიანდეთ? — როგორ ვიმუშაოთ ერთად ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება ერთიანი და ძლიერი გახდეს.

  • რისთვის ვიბრძვით? — რა საერთო მიზნები გვაქვს, რა გვაერთიანებს და როგორი მომავალი საქართველო გვინდა.


საზოგადოებრივი ასამბლეის შემდგომი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის საერთო სტრატეგიის შემუშავებაა.


უახლოეს მომავალში, ასევე იგეგმება მცხეთის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა, რომელსაც უხელმძღვანელებს, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის ერთ-ერთი შემადგენელი ჯგუფი - მცხეთის სახოგადოებრივი ასამბლეა. ამ პროცესში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროცესში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მცხეთის ასამბლეას მათ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/AsambleaMtskheta



ree

Comments