top of page

ტენდერები: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოქტომბერ-ნოემბრის თვეში 4 ტენდერი გამოაცხადა

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Dec 11, 2025
  • 1 min read

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 4 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 431 880 ლარს შეადგენს. გაზეთი “საზოგადოება” გთავაზობთ იმ ტენდერების ჩამონათვალს:


  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიაანთკარში არსებული ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

    შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია; მომსახურების მიმწოდებელი: შპს მშენგრუპი. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.


  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები (მე - 2 ეტაპი). 

    შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 68 800 ლარია; მომსახურების მიმწოდებელი: შპს "ბრეინს ჯორჯია". შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 


  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წილკანში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. (მ/ჩ); 

    შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 67 430 ლარია; მომსახურების მიმწოდებელი პრეტენდენტი: შპს „ველი 09“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.


  • ქ. მცხეთაში საახალწლო განათების, დეკორაციების სახელმწიფო შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით მონტაჟი-დემონტაჟი). 

    შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 265 650 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი პრეტენდენტი: ............ . შესყიდვის სტატუსი: წინადადებების მიღება დაწყებულია.


Comments


bottom of page