top of page

დუშეთში სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Dec 6, 2025
  • 1 min read

Updated: Dec 7, 2025

სახალხო დამცველის აპარატის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ოფისი ქალაქ დუშეთში მდებარეობს და მოემსახურება მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებს.


სახალხო დამცველის წარმომადგენელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არის ჯემალ ბორცვაძე. მისი თქმით, მთავარი ამოცანა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერება, სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების დროული გამოვლენა და მათზე სწრაფი რეაგირებაა.


სამართლებრივი კონსულტაციის მიღება და განცხადების შეტანა რეგიონულ ოფისში შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:


მისამართი: ქ. დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ. №19ბ. 

ტელეფონი: 1481 (ცხელი ხაზი, 24/7). 

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00. 

ელ.ფოსტა: info@pdo.ge.


შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მოიცავს როგორც სოციალურ-პოლიტიკურ უფლებებს, ასევე თანასწორობას, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას, ბავშვის უფლებებს, ქალთა უფლებებს და სხვა. შესაბამისად, საქართელოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ახლა უკვე მცხეთა-მთიანეთის ოფისში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს. 


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯემალ ბორცვაძე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯემალ ბორცვაძე


Comments


bottom of page