top of page

ვიწყებთ ესსეების მიღებას თემაზე: "რა არის ჩემთვის თავისუფლება"

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 26
  • 1 min read

Updated: 5 days ago

ვიწყებთ ესსეების მიღებას სკოლის მოსწავლეებისგან თემაზე „რა არის ჩემთვის თავისუფლება“. ინიციატივა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობას და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას ეროვნული ღირებულებების გააზრებასა და გამოხატვაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა? ესსეების გამოგზავნა შეუძლიათ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, 14-დან 18 წლის ჩათვლით.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • ესსე უნდა იყოს არაუმეტეს 1000 სიტყვისა. 

  • ესსეს უნდა ჰქონდეს მკაფიო სტრუქტურა, იყოს გრამატიკულად და სტილისტურად გამართული;

  • ტექსტი უნდა ასახავდეს მოსწავლის პირად დამოკიდებულებას თავისუფლების თემისადმი;

  • სასურველია თანდართული ფოტომასალა, რომელიც თემატურად შეავსებს ან თვალსაჩინოებას შესძენს ტექსტს.


მიღებული ესსეები დაიბეჭდება გაზეთის მომდევნო ნომერში და გამოქვეყნდება ონლაინ პლატფორმაზე.

ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას გამოხატოთ თქვენი ხედვა თავისუფლებაზე – გაგვიზიარეთ თქვენი ამბავი, განცდა და შეხედულება!


📩ესსეების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: sazogadoebamtskheta@gmail.com


Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page