top of page

მათეს ბებიას!

  • Writer: ირაკლი ზარქუა
    ირაკლი ზარქუა
  • Jun 15
  • 1 min read

Updated: Jun 23

იმდენად შორს წავალთ რამდენადაც ერთმანეთისთვის ძვირფასები ვიქნებით, რამდენადაც ამ "ბებოს" ცრემლები და სიხარული მნიშვნელივანი იქნება ჩვენთვის.

ფოტო: დათო სიმონია
ფოტო: დათო სიმონია

მათეზე მეტად ამ უსაყვარლეს და უმშვენიერეს ქალბატონზე მომინდა მეთქვა.


თითქოს უმწეო, სრულად მოცელილი კოლექტიური უსამართლობისგან და სისასტიკისგან.


ამ უიმედობაში და სასოწარკვეთილებაში მყოფს, როგორ გაუხარდა ჩვენი თელავში ჩასვლა...


თითქოს დღევანდელი საქართველოს სახეა ეს ხნიერი ქალი, რომელმაც ორი უმშვენიერესი ახალგაზრდა გაზარდა, მათე და ელენე. იმ საქართველოს სახე, რომელსაც უნდათ რომ შვილები მონებად გაუყიდონ.


იმ სიმწრისთვის და ტკივილისთვის, იმ სიხარულისთვის და იმედისთვის, რაც ამ ქალის სახეზე დავინახეთ, ბოლომდე უნდა გავძლოთ. ბოლოს რომ - "რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არ არის; რას იზამ, ვეცადეთ და არ გამოგვივიდა" - სიტყვებით თავის გამართლებას არ ვეცადოთ.


თავის გასამართლებელი მიზეზი მილიონია, ბოლომდე გატანისა კი ერთი - საკუთარი თავი.


იმდენად შორს წავალთ რამდენადაც ერთმანეთისთვის ძვირფასები ვიქნებით, რამდენადაც ამ "ბებოს" ცრემლები და სიხარული მნიშვნელივანი იქნება ჩვენთვის.


ყველა მატერიალური რესურსი ჩვენს მოწინააღმდეგეს აქვს, ამისთვისაც იბრძვიან. ჩვენი რესურსი ჩვენივე თავია - ის ძალები რასაც საკუთარ თავში ვიპოვით. ეს უკანასკნელი ამოუწურავია მატერიალური რესურსებისგან განსხვავებით.... მაგრამ ამოუწურავია იმ შემთხვევაში თუ ჩვენც შინაგანად მათ არ დავემსგავსებით...


ავტორი: ირაკლი ზარქუა

Comments


bottom of page