top of page

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აღიარებს.

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 9
  • 1 min read

Updated: Jun 24

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აღიარებს. აღნიშნული შედეგი “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა. 


ამავე კვლევის მიხედვით, დღესდღეობით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას მოსახლეობის 82.1% აღიარებს. არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელ ძირითად აქტორად კი “ქართული ოცნება” (77.1 %) დასახელდა.


საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში განახორციელა. კვლევის შედეგად 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება დაახლობით +-2.2% - ია. კვლევის დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.  


Comments


bottom of page