top of page

Forbes Georgia „Under 30“ 2025: ტექნოლოგიების კატეგორიაში გამარჯვებულია შოთა ელყანიშვილი მუხრანიდან

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • 5 days ago
  • 1 min read

2025 წლის Forbes Georgia-ს პრესტიჟული ნომინაციის "Under 30", ტექნოლოგიების კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებულია შოთა ელყანიშვილი. იგი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანიდან არის.


შოთა არის მანქანური სწავლების ინჟინერი Pinterest-ში. ასევე Georgian AI Association (GAIA)-ის თანამფუძნებელი და ვიცე-თავმჯდომარე. აღნიშნული ორგანიზაცია ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის (AI) განათლებას საქართველოსა და მის ფარგლებს მიღმა.


შოთა სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ მულტინაციონალურ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციებში, როგორიც არის Google, Microsoft. ამჟამად შოთა ცხოვრობს და მუშაობს ვარშავაში, პოლონეთში.

„Under 30“ არის Forbes-ის ყოველწლიური პროექტი, რომელიც გამოარჩევს 30 წლამდე ასაკის ყველაზე წარმატებულ, ინოვაციურ და გამორჩეულ ახალგაზრდებს სხვადასხვა სფეროში - ტექნოლოგიებში, ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და სხვ. სიაში მოხვედრა ნიშნავს არა მხოლოდ პროფესიულ აღიარებას, არამედ ლიდერობის, შრომისმოყვარეობისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასებას. პროექტის მიზანია გამოავლინოს ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც საკუთარ სფეროებში მნიშვნელოვნად ცვლიან წესებს და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს.


შოთას წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელ მუხრანში და მთლიანად მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, როგორც ნათელი მაგალითი მიზანდასახულობის და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირების.


ჩვენი პლატფორმა შოთა ელყანიშვილს ულოცავს ნომინაციაში გამარჯვებას და უსურვებს კიდევ ბევრ წარმატებას!


ree

Comments