top of page

გაზეთის, „საზოგადოება-მცხეთა“, პირველი ნომერი დარიგდა - ანგარიში შემომწირველებსა და მხარდამჭერებს

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 12
  • 2 min read

გაზეთის, „საზოგადოება-მცხეთა“, პირველი ნომერი დარიგდა. გავრცელების ძირითადი არეალი იყო დიდუბის ავტოსადგური (გავრცელდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალ მგზავრებს შორის), მცხეთისა და მუხრანის აგრარული ბაზრები, სოფლები -  წილკანი, ძალისი, მუხრანი, წეროვანი. დარიგების პროცესში მოხალისეობრივად ჩაერთნენ როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის, ისე თბილისის მაცხოვრებლები, რომლებიც საკუთარი ხარჯით გადაადგილდებოდნენ.


მოგეხსენებათ, რომ „საზოგადოება-მცხეთა“ არის ყოველთვიური გაზეთი, რომლის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემების გაშუქება. გამოცემა ბეჭდავს როგორც ადგილობრივ ამბებს, ისე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ სტატიებს, ინტერვიუებს, ემიგრანტების წერილებს.


გაზეთის გუნდის მთავარი ღირებულებებია სანდოობა, კეთილსინდისიერება და სარედაქციო დამოუკიდებლობა.


ფინანსური ანგარიში

პირველი ნომრის გამოშვება შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა ფინანსური შემოწირულობების წყალობით. პირველი ნომრის დასაბეჭდად, სულ შეგროვდა 1868.05 ლარი.


ხარჯების განაწილება შემდეგნაირად მოხდა:

  • დაკაბადონებისა და დაბეჭდვის ხარჯი (შპს „დეიზი“): დაკაბადონება - 300 ლარი, დაბეჭდვა - 1200 ლარი. დაიბეჭდა 2000 ეგზემპლარი, ფერადი, 8-გვერდიანი ფორმატით;

  • “საზოგადოება-მცხეთა” ვებგვერდის დომეინის შეძენა (namecheap.com-ზე): 7.68 დოლარი დომეინის შეძენა ერთი წლით;

  • ვებგვერდის აწყობა (Wix პლატფორმაზე): საიტი აეწყო მოხალისეობრივად, დანახარჯის გარეშე. რაც შეეხება სერვერის მომსახურებას, მისი ხარჯი ყოველთვიურად შეადგენს 18.88 დოლარს. ამ მომენტისთვის თანხა გადახდილია 4 ნოემბრის ჩათვლით;

  • Facebook რეკლამა: "საზოგადოება-მცხეთა"-ს facebook გვერდზე სულ დარეკლამდა 3 სტატია/პოსტი (2.36 + 3.54 + 4.72 დოლარი), რამაც ჯამში შეადგინა 10.62 დოლარი.

ანგარიშზე ამ მომენტისთვის დარჩენილი ნაშთი შეადგენს 111.63 ლარს. 


ფინანსური დოკუმენტაციის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე https://drive.google.com/drive/folders/1QTPadV6HzTghCl80wF7hbjg_2K3cM_sy?usp=sharing


მიღწევები და შედეგები

  • გაზეთი მიეწოდა მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასობით ოჯახს;

  • Facebook გვერდზე გაზეთის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 15 000 ადამიანმა ნახა;

  • ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა და ნახვები იზრდება ყოველდღიურად;

  • გაზეთის შექმნასა და გავრცელებაში ჩაერთულია რამდენიმე მოხალისე, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ მუშაობენ გაზეთის შექმნასა და გავრცელებაზე.


მადლობა

გუნდი „საზოგადოება-მცხეთა“ უდიდეს მადლობას უხდის თითოეულ შემომწირველს, ვინც ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და გაზეთის დაბეჭდვა შესაძლებელი გახადა.


განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ასევე მოხალისეებს, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს როგორც ტექსტებზე, ასევე გაზეთის დარიგების პროცესში.


მედია-პლატფორმა „საზოგადოება-მცხეთა“ აერთიანებს ბეჭდურ გაზეთს, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელს. მისი შექმნის ინიციატორია საზოგადოებრივი ასამბლეის რეგიონების ინტერესთა ჯგუფი, რომლის მიზანია რეგიონული თემების გააქტიურება და ადგილობრივები ხმის გაძლიერება.


„საზოგადოება-მცხეთა“იწყებს მუშაობას გაზეთის მეორე ნომრის გამოცემაზე და ამავდროულად, ყოველკვირეულად აქვეყნებს ახალ სტატიებს თავის გვერდებზე.


ree

Comments


bottom of page