top of page

“გურჯაანში ჩემი თანატოლებისთვის არაფერია”- გაიგეთ რას ყვება ნანუკა ოსიაშვილი გურჯაანელ ახალგაზრდებზე

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Aug 4
  • 1 min read

გაზეთი “საზოგადოება - მცხეთა” რეგიონის მოსახლეობის ხმის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. ამჯერად გურჯაანის მკვიდრთან, ნანუკა ოსიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც გურჯაანელი ახალგაზრდების პრობლემებს გაეცნობით. 

“საჭიროა მეტი პროექტი, რომელიც აქაურ ახალგაზრდებს განვითარების, თვითგამოხატვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. “

ნანუკა ოსიაშვილი 25 წლის აქტიური ახალგაზრდაა. დაიბადა და გაიზარდა გურჯაანში. მისი საქმიანობის ძირითადი სფერო საბანკო სფეროა. ამჟამად გურჯაანში ცხოვრობს. 


რა გამოწვევებია გურჯაანში შენი თაობის ადამიანებისთვის? 


სამწუხაროდ, აქ ჩემი თანატოლებისთვის ფაქტობრივად, არფერია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სკვერს, სადაც შეგიძლია დაჯდე და დაისვენო.


ადგილობრივების რომელ სამ პრობლემას დაასახელებდი, როგორც სასწრაფოდ მოსაგვარებელს/გადაუდებელს?


‼️ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობა - საჭიროა მეტი პროექტი, რომელიც მათ განვითარების, თვითგამოხატვისა და საზოგადოებრივ  საქმიანობაში ჩართვის საშუალებას მისცემს.

‼️ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა - ბევრ ახალგაზრდას აქვს სერიოზული სტრესი, დაბალი თვითშეფასება და არ ჰყავთ მხარდამჭერი პროფესიონალები გვერდით.

‼️ინფორმაციული სივრცის სიმცირე - ნაკლებია ხელმისაწვდომი და აქტუალური რესურსი განათლებისა და კარიერული განვითარების კუთხით.

“როცა გრძნობ რომ გხედავენ, გისმენენ და გაფასებენ, ბევრად მეტი შეგიძლია.”

რას ნიშნავს იყო გურჯაანელი მოზარდი?


გზის გავლას, სადაც ხშირად გიწევს რაღაცის მტკიცება როგორც უფროსების თვალში, ისე საკუთარ თავთან. გურჯაანელი მოზარდი ხშირად გაურკვევლობაშია, თითქოს მისი აზრი არ არის ფასეული. ამავდროულად, ეს თაობა გამორჩეულად გულწრფელია, სავსეა იდეებით, გრძნობს სამყაროს და ელოდება მომენტს, როცა ნამდვილად მოუსმენენ.


ახალგაზრდებს უბრალოდ უნდა მოუსმინონ, არა როგორც “მომავალს”, არამედ როგორც ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ სათქმელი. როცა გრძნობ, რომ გხედავენ, გისმენენ და გაფასებენ, ბევრად მეტს შეძლებ, ვიდრე გგონია. ასევე ვისურვებდი, მეტად შემწყნარებელი იყოს საზოგადოება ჩვენი გამოხატვის ფორმების მიმართ. 


ყველას აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის  უფლება. როდესაც მე, მაგალითად, ნანუკა ოსიაშვილი ჩემს პოლიტიკურ თვალსაზრისს ვაფიქსირებ, შენ, რომელსაც სხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობა გაქვს, არ უნდა გადამთელო. 


ნანუკა ოსიაშვილი
ნანუკა ოსიაშვილი

Comments