top of page

ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს რუსეთზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს - ეუთოს თავმჯდომარე

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 25
  • 1 min read

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, - რომელიც საქართველოში დააჯარიმეს და აქციაზე ყოფნის გამო „ქართულმა ოცნებამ“ მკაცრად გააკრიტიკა, - აცხადებს, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში. წერია რადიო თავისუფლების სტატიაში.


„სამხრეთ კავკასიიდან ახალი დაბრუნებული ვარ და სამწუხაროდ, ის, რასაც საქართველოში ვხედავ, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. ქუჩაში ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ ჩაგვრის ფაქტი ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ვალტონენმა.


„საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგან. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ამიტომ, ამ მხრივაც ძლიერები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა მან.


მოგვიანებით ვალტონენმა ირაკლი კობახიძე ჰელსინკიში მიიწვია: „როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლისთავზე, გეპატიჟებით ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას“, - მიმართა მან ირაკლი კობახიძეს.


რადიო თავისუფლების ცნობით, პოლიტპატიმრად მიჩნეულ პირთა რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველომ უკვე გადაუსწრო რუსეთს, აზერბაიჯანს კი მცირედით ჩამორჩება. ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსი ამ სიაში უპირობო ლიდერია.


მზია ამაღლობელი
მზია ამაღლობელი

Comments