top of page

მდ. მტკვარზე, ”ქსანი ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა, 9 ოქტომბერს, სოფელ ქსანში ჩატარდება

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 3
  • 1 min read

მიმდინარე წლის 8 და 9 ოქტომბერს, მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდ. მტკვარზე, ”ქსანი ჰესის“ (”ქსანი 1” და ”ქსანი 2“ ჰესების) მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში "გზშ") საჯარო განხილვა იგეგმება.


ინფორმაციას ამის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


განცხადების თანახმად, შეხვედრები ჩატარდება შემდეგ სოფლებში:

  • 2025 წლის 8 ოქტომბერი, 12:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

  • 2025 წლის 8 ოქტომბერი, 15:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

  • 2025 წლის 9 ოქტომბერი, 12:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქსნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.


საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.


წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge


პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://ei.gov.ge/ka/info/ac323df3-9471-4dc4-a465-a4b3090bacf3


ქსანი 1 ჰესის სიტუაციური გეგმა
ქსანი 1 ჰესის სიტუაციური გეგმა
ქსანი 2 ჰესის სიტუაციური გეგმა
ქსანი 2 ჰესის სიტუაციური გეგმა

Comments


bottom of page