top of page

მოხალისეებმა გაზეთი "საზოგადოება-მცხეთა" მოქალაქეებს დაურიგეს

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • 2 days ago
  • 1 min read

მოხალისეებმა, გაზეთი "საზოგადოება-მცხეთის" პირველი ნომერი დიდუბის ავტობაზრობაზე მომუშავე მოქალაქეებსა და მგზავრებს გადასცეს.

"საზოგადოება-მცხეთა" ყოველთვიური გაზეთია, რომლის მთავარი მიზანი მცხეთის მუნიციპალიტეტისა და საქარველოს რეგიონების მოსახლეობის პრობლემების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

გაზეთი ბეჭდავს მნიშვნელოვან სიახლეებს, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის შესახებ, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ სტატიებსა და ინტერვიუებს, ემიგრანტებისა და რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების წერილებს.


გაზეთზე მომუშავე გუნდის მთავარი ღირებულებები სანდოობა, კეთილსინდისიერება და სარედაქციო დამოუკიდებლობაა.


გაზეთის დასაბეჭდად საჭირო ხარჯების დაფარვა მოქალაქეების ფინანსური შემოწირულობების საშუალებით გახდა შესაძლებელი.


გაზეთზე მომუშავე გუნდი მოხალისეობრივად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობს "საზოგადოება-მცხეთის" შექმნასა და გავრცელებაზე.


მედია-პლატფორმა "საზოგადოება-მცხეთა" ბეჭდურ გაზეთს, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელს აერთიანებს. აღნიშნული მედიაპლატფორმის შექმნის ინიციატორი საზოგადოებრივი ასამბლეის რეგიონების ინტერესთა ჯგუფია.


გაზეთის პირველი ნომრის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან "გაზეთის არქივზე" გადასვლით.


Comments


bottom of page