top of page

მცხეთის ასამბლეამ ბავშვებისთვის ანიმაციური ფილმის ჩვენება გამართა სოფელ ქსანში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 26
  • 1 min read

მოზარდებისთვის, სოფელ ქსანში, 25 ოქტომბერს ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა. 


ჩვენება "მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ასამბლეის" ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიებას 50 - მდე მოზარდი ესწრებოდა. 


ree

ასამბლეის წარმომადგენლების ინფორმაციით, მცხეთის ასამბლეა მომავალშიც აპირებს მსგავსი აქტივობების განხორციელებას. ღინისძიებების მიზანი სოფლებში საზოგადოებრივი სივრცეების გაცოცხლება, ბავშვებში საზოგადოებრივი ერთობისა და მეგობრობის გაღრმავებაა. 


"მცხეთის ასამბლეა თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის ქსნის კულტურის სახლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნუნუ ბიწაძეს. ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა გაგრძელდება და პატარების გახარებას ერთად მომავალშიც შევძლებთ" - აღნიშნავენ ასამბლეაში.


ree

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ასამბლეა (იგივე “მცხეთის ასამბლეა”) მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა. ეს არის საზოგადოებრივი, მოხალისეობრივი გაერთიანება, რომელიც “საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის” რეგიონული დარბაზის ნაწილს წარმოადგენს. 


მცხეთის ასამბლეის მიზანი მუნიციპალიტეტის მოქალაქეების ერთმანეთთან დაკავშირება და ანგარიშგასაწევი, ძლიერი საზოგადოებრივი ქსელის შექმნაა. აღნიშნული ქსელი, ასამბლეის მიზნების თანახმად, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე) მოსახლეობის პრობლემების კოორდინირებულად და მკაფიოდ მიტანას გულისხმობს. 


მცხეთის ასამბლეა მუდამ ღიაა ახალი წევრების მისაღებად. დაკონტაქტება შესაძლებელია Facebook გვერდის საშუალებით - https://www.facebook.com/AsambleaMtskheta


Comments