top of page

მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე ჰესების მშენებლობა იგეგმება - BM.GE

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 1
  • 2 min read

Updated: Jun 26

მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე ორი ჰიდროელექტროსადგურის - ქსანი 1-ისა და ქსანი 2-ის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნეს მედია საქართველო” (BM.GE) ავრცელებს. 

ამავე მედიის ინფორმაციით, პროექტს შპს "ენ-სი 2022" ახორციელებს.  

„ქსანი ჰესის" საპროექტო არეალი სოფლების: ქსანის, ხიდისყურის, ძეგვის, სასხორის და ახალი ნიჩბისის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. 

“ქსანი 1-ის და ქსანი 2-ის ჰესები კალაპოტური ტიპის იქნება და ისინი ერთმანეთის მიყოლებით მდინარე მტკვარზე განთავსდება. პირველი ჰესის სიმძლავრე 18.3 მეგავატი, მეორე ჰესის სიმძლავრე კი 19.4 მეგავატი იქნება. შესაბამისად, მათი ჯამური სიმძლავრე 37.7 მეგავატს შეადგენს. ჰესების წლიური გამომუშავება 204 მილიონი კილოვატ საათი უნდა იყოს.

პროექტი მოიცავს სათავე ნაგებობის, კაშხლისა და სააგრეგატო დაბრაზის, ასევე თევზსავალის მოწყობას” - წერს BM.GE

ამავე ინფორმაციით, ბიზნეს რეესტრის თანახმად კომპანია "ენ-სი 2022" 2022 წელს დაფუძნდა. მისი დირექტორი გოჩა მუსელიანი კომპანია "იმერ ენერჯი კაპიტალის" დირექტორის პოზიციასაც ითავსებს. აღნიშნული კომპანია იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ძევრულაზე ძევრა ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს. როგორც "ენ-სი 2022"-ის ასევე "იმერ ენერჯი კაპიტალის" მფლობელი ბიზნესმენი კოკა კოკოლაშვილია.

ქსანი 1

ქსანი 1 ჰესის სიტუაციური სქემა
ქსანი 1 ჰესის სიტუაციური სქემა
ქსანი 2 ჰესის სიტუაციური სქემა 
ქსანი 2 ჰესის სიტუაციური სქემა 

댓글

bottom of page