top of page

მცხეთის ფეხბურთელთა გუნდი ბრაზილიაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Jun 3
  • 1 min read

Updated: Jun 26

მცხეთის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მინი ფეხბურთში ბრაზილიის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 


ამავე ინფორმაციით, სუპერფინალი, ქალაქ ფოთში,  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა. 


გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 2023-2024 წლების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონები  - მცხეთის N1 და საჩხერის N3 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ანგარიში 5:0 დასრულდა, მცხეთის სასარგებლოდ.


მცხეთის ფეხბურთელთა გუნდი, საქართველოს სახელით, მონაწილეობას მიიღებს ბრაზილიაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 11-20 ნოემბერს ჩატარდება.


Comments


bottom of page