top of page

რატომ ბინძურდება წყალი საგურამოსა და მიმდებარე სოფლებში? - სასმელი წყლის ხარისხის კვლევის შედეგები

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 8
  • 2 min read

Updated: Oct 15

სასმელი წყლიდან და მდინარე ახატნისხევიდან აღებულ სინჯებში მიკრობიოლოგიური დაბინძურება გამოვლინდა. 


სამეცნიერო-კვლევითი ფირმის, “გამას” ანგარიშში, მიკრობიოლოგიური დაბინძურების მიზეზად, საკანალიზაციო ქსელის გაუმართაობა ან არარსებობა სახელდება : 


“როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, გამოკვლეულ სინჯებში ფიქსირდება მიკრობიოლოგიური დაბინძურება, რაც განპირობებული უნდა იყოს დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო ქსელის გაუმართაობით/არარსებობით.” - წერია კვლევის ანგარიშში. 


ამავე ანგარიშის მიხედვით, კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა საგურამოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში არსებული წყლის ხარისხი. ამისთვის, “გამა“-ს ლაბორატორიაში, სხვადასხვა პერიოდში, საკვლევი არეალის დასახლებული პუნქტებიდან წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდა. 


ე. წ. ზედაპირული წყლიდან (მდინარე ახატნისხევი) 1 სინჯი იქნა აღებული, სხვა სინჯები კი - სასმელი წყლის ჭაბურღილებიდან. 


კვლევის შედეგების შეფასების მიზნით “საზოგადოება-მცხეთა” საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის გარემოს დაცვის ჯგუფის წევრს, თამარ გუგუშვილს ესაუბრა. თამარი წყლის რესურსების მართვის სფეროში გარემოს დაცვის ექსპერტია:


“ჭაბურღილები რადგან წერია, ე.ი. მიწისქვეშა წყლებზეა საუბარი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, იქ სადაც წყლის სინჯებია აღებული, რამდენიმე სოფელში, ფიქსირდება მიკრობიოლოგიური დაბინძურება და სიმღვრივის მომატება, მიზეზი კუსტარულად მოწყობილი საპირფარეშოებია. მიკრობების მიწისქვეშა წყლებში შეღწევის სხვა წყარო არ არსებობს. ეს გავრცელებული პრობლემაა საქართველოში.


რადგან მოსახლეობა ჭაბურღილებიდან მოიხმარს წყალს, ფაქტია, რომ ადგილზე სასმელი წყლის სერვისი არ არსებობს.  


შეიძლება ძნელად მისადგომ ადგილებში, ვიღაცას ჰქონდეს ინდივიდუალურად მოწყობილი წყალი, სეპტიკური სისტემა, მაგრამ, იქ სადაც მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობს, ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სასმელი წყლისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის მოწყობა. 


შევაჯამოთ: ორი ძირითადი პრობლემაა. 


ერთი, საკანალიზაციო სისტემა, რომ მოწყობილი იყოს საგურამოსა და მიმდებარე სოფლებში, კუსტარულად აღარავინ მოაწყობდა საკუთარ სახლში, ეგ არავისთვის არის კომფორტული, უბრალოდ სხვა საშუალება არ აქვთ. 


მეორე, სასმელი წყლის სისტემა გამართული რომ ყოფილიყო, ჭაბურღილის წყლის გამოყენება აღარ დასჭირდებოდათ და აღარც დაბინძურებულ წყალს მოიხმარდნენ.


ლაბორატორიის კვლევის შედეგებში, “ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციების” სვეტში მითითებულ რიცხვზე მეტი თუ არის მითითებული “მიღებულ მნიშვნელობაში”, ეს ნიშნავს რომ პრობლემაა. მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენად აჭარბებს დასაშვებ ნორმას, მთავარი ის არის, რომ დაბინძურების შეღწევის გზა უკვე არსებობს.” - გვეუბნება თამარ გუგუშვილი. 


საგურამოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში არსებული წყლის ხარისხის კვლევა გარემოსდაცვით დოკუმენტზე მუშაობის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული სტრატეგიული გარემოსდაცვითი დოკუმენტი კი საგურამოსა და მიმდებარე სოფლების სივრცითი დაგეგმარების პროექტის ნაწილია. 


სტრატეგიულ გარემოსდაცვით დოკუმენტზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამეცნიერო კვლევითი ფირმა “გამა” მუშაობდა. 


ლაბორატორიის ანალიზის შედეგებს მკითხველები თანდართულ ფაილში გაეცნობით.



ree
ree
ree
ree
ree
ree

Comments