top of page

საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების სივრცის დაგეგმარების გეგმის საჯარო განხილვა 22 აგვისტოს გაიმართება

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Aug 16
  • 1 min read

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების სივრცის დაგეგმარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №9) ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.


ამავე ინფორმაციით, საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და მატერიალური სახით. 


განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.


წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან  15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.


გეგმასთან დაკავშირებული მასალის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მოცემული ბმულიდან: https://drive.google.com/drive/folders/1i5n1jv0yf-kZwQ7tEd5uPlwPtLaPpq9a?usp=sharing


ree

Comments