top of page

სოფელ მუხრანში ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების თანახმად, 17 ნოემბრისთვის დასრულდება

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Sep 20
  • 1 min read

სოფელ მუხრანში ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტენდერი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის 17 მარტს გამოაცხადა, სავარაუდო ბიუჯეტით 1 796 456 ლარი.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსში სულ ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა - შპს "მარდი" და შპს "სერვისი 2015". მათგან გამარჯვებული კომპანია გახდა "შპს სერვისი 2015".

გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი 21 მაისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებაა 1 722 221.82 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, შპს "სერვისი 2015" ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას ახორციელებს შპს „მეგამშენი“, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს. 


საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციას ექვემდებარება ცენტრში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადები და ღობეები. კონკრეტული შენობების ნახვა ქვემოთ თანდართულ სიტუაციურ სქემაშია შესაძლებელი.


არქიტექტურული პროექტის დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია აქ: https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=1826951&code=1741969853 


მუხრანის ცენტრის სიტუაციური სქემა და სარეაბილიტაციო ობიექტების ფოტონუმერაცია
მუხრანის ცენტრის სიტუაციური სქემა და სარეაბილიტაციო ობიექტების ფოტონუმერაცია

Comments