top of page

ტენდერები: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აგვისტო-სექტემბრის თვეში 39 ტენდერი გამოაცხადა

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Oct 25
  • 3 min read

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში 39 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 6 567 418 ლარს შეადგენს. გაზეთი “საზოგადოება” გთავაზობთ იმ ტენდერების ჩამონათვალს, რომელიც შედგა, მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება ან ხელშეკრულების მომზადება:


  • სოფ. წოდორეთში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2200 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს მარგალი-თი ჯგუფი. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ახალუბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7800 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: ელკო. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. არაშენდაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 500 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: ელკო. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. მუხრანში მდ. ქსნის კალაპოტში, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 5 000 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ლ დიზაინ გრუპი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. წეროვნის იგპ დასახლებაში, ივანე მაჩაბელის სახელობის სკვერის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 7 000 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ლ დიზაინ გრუპი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. მუხრანში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 350 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ნიუ როუდ ლეინ“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (კორპუსების მიმდებარედ). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 26 085 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: ინდირა ვალიშვილი. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. წილკანში, მრავალფუნქციური კულტურის სახლის მშენებლობის, სოფლის ადმინისტრაციული შენობის, სპორტული მოედნის, ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციის და სკვერის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 94 000 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „დეველოპერი ჯგუფი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 344 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „თაიმსერვისი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ელევენ ქონსთრაქშენ“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. მისაქციელის და სოფ. ნავაზის საჯარო სკოლების რეაბილიტაციაშესყიდვის სავარაუდო ღირებულება 75 690 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „კარსე“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების ფრაგმენტული და ახლის მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 999 980 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს ბილდკინგს“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

  • სოფ. სხალტბაში, მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ჯი პროექტი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ნავაზში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 500 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: ზურაბ ნაცვლიშვილი. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ნიჩბისში (გალუსტაშვილი ნოდარის ეზოს ნაკვეთის მიმდებარედ, ბაჩანა ხუციშვილის მიწის ნაკვეთის მიმდებარედ და ჩხაიძეების უბანში (ბასეინებთან)) საყრდენი კედლების მოწყობა. (სტიქია). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 770 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2025 წლის 14 ოქტომბერს „მცხეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 369 363 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „სთორი +“. შესყიდვის სტატუსი:  მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

  • სოფ. ნავდარაანთკარში, კრივის დარბაზის მიშენება - რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 181 836 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. წეროვნის მე - 3, სოფ. ერედის და სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 53 128 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ბილდინგ კომპანი 888“. შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • სოფ. ძეგვში სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალმომარაგების სათავე - ნაგებობის რეაბილიტაცია (სტიქია). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 121 568 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ბიონიკი“. შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • სოფ. ახალდაბაში და სოფ. ლისში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის და სოფ. ძეგვში, სტიქიით დაზიანებული საგზაო ინფრასრუქტურის აღდგენის, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „პროექტი 17“. შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • სოფ. ციხისძირში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები (მე -2 ეტაპი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 68 800 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ნითე“. შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 79 950 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „დოგი დოკ“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

  • გარე-განათების მოწყობა მუხათგვერდის დასახლებიდან არმაზის დასახლების ჩათვლით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 453 780 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „მური“. შესყიდვის სტატუსი: გამარჯვებული გამოვლენილია.

  • სოფ. მუხრანში, საჭიდაო დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 367 466 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ბესტ როუდი“. შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • ქ.მცხეთაში, საცხოვრებელი კორპუსების (მტკვრის ქუჩა N2 და მტკვრის ქუჩა N4) ფასადის და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 380 684 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ბესტჰაუსი 2024“. შესყიდვის სტატუსი: გამარჯვებული გამოვლენილია.

  • სოფ. საგურამოში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 125 668 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ჯთ ქონსთრაქშენი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. წინამძღვრიაანთკარში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 423 688 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ევრო გზა“. შესყიდვის სტატუსი: შერჩევა/შეფასება.

  • სოფ. მუხრანში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 335 142 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „საგზაო 7“. შესყიდვის სტატუსი: გამარჯვებული გამოვლენილია.

  • სოფ. ბიწმენდში და სოფ. ჯიღაურაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 108 940 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „G.SERVICE“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

ree

Comments