top of page

ტენდერები მცხეთის მუნიციპალიტეტში

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Sep 12
  • 2 min read

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის ივლისში 27 ტენდერი გამოაცხადა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 4 837 876 ლარს შეადგენს. პლატფორმა “საზოგადოება-მცხეთა” გთავაზობთ იმ ტენდერების ჩამონათვალს, რომელიც შედგა, ან მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება:


  • სოფ. უფურეთში წყლის სისტემის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 322 443 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „თერგი“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება

  • სოფ. მუხრანში და სოფ. პატარა ქანდაში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ერკო“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ნავდარაანთკარში შიდა საუბნო გზების საფარის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხის და ხევზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობის, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ერკო“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. აღდგომლიანთკარში, შიდა გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობა (მე-3 მონაკვეთი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 491 839 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „საგზაო 7“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 

  • სოფ. წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის დასახლების გზის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 331 227 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ჩაგელა“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

  • სოფ. მუხათწყაროში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 89 009 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „თერგი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. გოროვანში, შიდა გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 476 912 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ბიემსი“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

  • სოფ. ქსანში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 606 926 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ბიემსი“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

  • სოფ. საგურამოში, N43-ე ქუჩის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 228 056 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „კადაკა“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. გალავანში, შიდა საუბნო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 188 806 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ლ.კ ჯგუფი +“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ლისში, შიდა საუბნო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 83 480 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ლ.კ ჯგუფი +“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ნავაზში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის (მე-II ეტაპი) სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 246 028 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ჯორჯიან ქონსტრაქშენ კომპანი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ძეგვში, სკვერის მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 137 652 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „ბესტჰაუსი 2024“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • ქ. მცხეთაში, სამხედროს ქ. 12-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის რეაბილიტაცია (სტიქია). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 209 065 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „მშენკომპლექსი“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, დიდგორის მთაზე, არსებულ „მებუკე“-ს მონუმენტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და მონუმენტის მიმდებარე სივრცის, მოწყობა-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „არტემარე“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული სანიტარული კვანძების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „არტემარე“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კოტორაანთკარში, სოფ. საგურამოში და სოფ. ზაქაროში შიდა საუბნო გზების საფარის რეაბილიტაციის და სანიაღვრე არხის მოწყობის, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „აი როუდ“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.

  • სოფ. ნატახტარში, შიდა საუბნო გზების, ტროტუარების, სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 000 ლარი; მომსახურების მიმწოდებელი: შპს „აი როუდ“. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.


ree

Comments