top of page

ქალაქ მცხეთაში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Sep 12
  • 1 min read

ქალაქ მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით ახალი ხიდი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრი ავრცელებს.


ამავე ინფორმაციით, მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. ძველი ხიდის  ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს. 


ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის ღირებულება დაახლოებით 6.6 მილიონ ლარს შეადგენს. პრესცენტრის განცხადებით სამუშაოები წელს დასრულდება.


ree

Comments


bottom of page