top of page

წილკნის პატარა საცხობში დიდი სითბო და პურის სურნელი ტრიალებს

  • Writer: Gvantsa Kakauridze
    Gvantsa Kakauridze
  • Sep 25
  • 1 min read

Updated: Sep 26

წილკნის ცენტრალურ გზაზე ნატოს და გურამს პურის საცხობი აქვთ. ისინი ტრადიციული წესით დამზადებული პურის დედისგან, უსაფუარო პურს აცხობენ. ერთ წელზე მეტია, რაც საკუთარი ბიზნესი დაიწყეს და მსურველები უკვე თბილისიდანაც სტუმრობენ უგემრიელესი პურის შესაძენად.

გურამ ტიკიშვილს და ნატო ბაშარაძეს სოფელ წილკანში ვიზიტის დროს შემთხვევით შევხვდით. ამ ორი საქმიანი და მონდომებული ადამიანის წარმატების ისტორიამ ძალიან მოგვხიბლა და ჩვენი მკითხველისთვის გაზიარება გადავწყვიტეთ. 


წელიწადზე მეტია, რაც ეს საცხობი გავაკეთეთ. ქირით ავიღეთ. დავიწყეთ უსაფუარო პურებით, მივამატეთ საფუარიანი პური, ფუნთუშეული. ახლა შვიდი სახეობის პურს ვაცხობთ: რუხი უსაფუარო, თეთრი უსაფუარო (ორი სახის) და სხვა საფუარიანი პურები. 


პურის დედით რაც ცხვება, იმას უსაფუარო პური ჰქვია. დღეს საქართველოში შაქრიანი დიაბეტი ბევრს აწუხებს, იმდენად ქიმიური შემადგენლობის საკვებს ვიღებთ. ჩვენთან გამოცხობილი უსაფუარო პური ყოველგვარი დანამატების გარეშეა, მხოლოდ პურის დედას ვურევთ, ასეთი პური ჯანმრთელი პურია. ფასებიც დაბალია, თბილისში მსგავსი პურის ფასთან შედარებით” - გვიყვება ნატო, საცხობის მეპატრონე.


გურამი კვების ტექნოლოგია და არაერთი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ შექმნა იდეალური პურის დედა, რომელიც პურს ისევე აფუებს, როგორც ხელოვნური საფუარი. 


“წლები მოანდომა ჩემმა მეუღლემ იმის კვლევას, თუ როგორ გამოეყვანა მხოლოდ წყლის და ფქვილის ბაზაზე საფუარი. ერთ დღესაც ზუსტად იმ კონსისტენციის გამოუვიდა, რაც საჭირო იყო პურის ასაფუებლად. თეთრი ქაფივით უნდა იყოს, ღრუბლის მსგავსად, რასაც შეუძლია პურის აფუება.” - გვითხრა ნატომ მეუღლის მიღწევის შესახებ. 


გურამის და ნატოს პურის სახლი, სოფელ წილკანში, ცენტრალურ გზაზე, ნაძვებთან მდებარეობს და ყოველდღიურად როგორც ადგილობრივები, ისე დედაქალაქიდან ჩასული კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლები სტუმრობენ. 


ree

Comments


bottom of page